ეველინ ფარკასი

ეველინ ფარკასი პუტინის მომავალს ივანიშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას ადარებს

ეველინ ფარკასი

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის მოადგილემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასიმ, CNN-ზე კრისტიან ამანპურთან გადაცემაში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლზე ისაუბრა, რის შემდეგაც მან საუბარი ვლადიმირ პუტინის გეგმებზე გააგრძელა და შესადარებლად ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა.

ეველინ ფარკისიმ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს მომავალში რუსეთის კულისებიდან მართვა სურს, ისევე, როგორც ამას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი აკეთებს.

"ჩემი პროგნოზით, ის [ვლადიმირ პუტინი] სცენის უკნიდან, კულისებიდან მართვით დაასრულებს. პირი, რომელიც მან დანიშნა ან ნათქვამია რომ შემდეგი პრემიერმინისტრი იქნება, საგადასახადო სისტემიდან არის, ტექნოკრატია, ის არ არის საფრთხის შემცველი. ის 53 წლის არის და არ ჩანს, რომ ამბიციები ჰქონდეს. ის არ მიიჩნევა საფრთხედ ვლადიმირ პუტინისთვის.

თუ პუტინი მოახერხებს, რომ მედვედევივით მორჩილი ადამიანი იპოვოს, ის აუცილებლად დასვამს მას პრეზიდენტად და კულისებიდან შეძლებს ლიდერების კონტროლს. ფაქტიურად, ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოში, იქ არის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი. ის პარტიის უკან კვლავ ძალაა. ეს შესაძლებელია ისეთ სისტემებში, სადაც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია", - თქვა ეველინ ფარკასიმ.

ეველინ ფარკასი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2012-2015 წლებში, თავდაცვის მდივნის მოადგილე იყო რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში. ის რამდენჯერმე საქართველოშიც არის ნამყოფი.

კომენტარები