ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროპის მაღალი ტრიბუნიდან არ მივიღებთ არასწორ კრიტიკას. ზოგადად, კრიტიკას იმსახურებს ყველა ხელისუფლება, ყველას აქვს გარკვეული ხარვეზები, გარკვეული შეცდომები, მაგრამ ობიექტური კრიტიკა არის გაცილებით მისაღები, ვიდრე „ფეიკ ნიუსებზე“ დაყრდნობით გამოწვეული კრიტიკა. მთავარია, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგასთან ეს დროებითი გაურკვევლობა ვინმემ დასავლური განწყობების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს. ეს არის ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი საერთო მიზანი.
დასავლეთის კრიტიკა
მდინარაძე: ველით, რომ ევროპიდან არ მივიღებთ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობილ კრიტიკას
tbl.ge/4dxm
დაკოპირდა
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა და შეხვედრაზე ბოლო დროს საქართველოს მთავრობის მისამართით გავრცელებულ კრიტიკულ წერილებზე ისაუბრა რისი საფუძველიც არასწორი ინფორმაციის გავრცელება გახდა.
ამავე თემაზე
- ვაშაძე "ოცნებაზე": მათ სიტყვას ფასი არ აქვს, არავინ ენდობა არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ
- ბოკერია კობახიძეზე: პარტნიორები "ოცნებას" იგივეს ეუბნებიან საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც
- ბოკერია: ივანიშვილი აქაც დამარცხდება და გარეთაც ელის სრული იზოლაცია და ტრაგიკული ბედი
- გახარია: სამართლიანი კრიტიკა შესაბამისად შეფასდება, უსაფუძვლოს ობიექტური პასუხი გაეცემა
- სოსო ფხაკაძე: კონგრესმენების წერილები არ გვაშფოთებს