ლანა დელ რეის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე სავაჭრო ცენტრში შეძენილი კაბა ეცვა - ამის შესახებ მომღერალმა Entertainmet Tonight-თან ისაუბრა.
როგორც წესი დაჯილდოებებზე მისულ ცნობილ ადამიანებს სპეციალურად მათთვის შეკერილი ცნობილი მოდის სახლების კაბები აცვიათ ხოლმე, თუმცა ლანა დელ რეიმ ამჯერად კაბის შეძენა მაღაზიაში გადაწყვიტა.
"კაბა უკვე შეკერილი მქონდა, მე და ჩემი შეყვარებული სავაჭრო ცენტრში მისთვის ქამარს ვეძებდით და დავინახე ის [კაბა], რომელიც ძალიან მომეწონა. ამიტომ, ეს არის ბოლო წუთს შეძენილი კაბა", - თქვა ლანა დელ რეიმ.
მომღერალს საღამოზე Aidan Mattox-ის კაბა ეცვა - ბრენდი საღამოსა და კოქტეილის კაბებს უშვებს, რომლებიც ძალიან გავს ოტ კუტიურის ნამუშევრებს.
წლევანდელ გრემის დაჯილდოებაზე ლანა დელ რეი რამდენიმე ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა მან გამარჯვება ვერ მოახერხა.