ზაქარია ქუცნაშვილი

ქუცნაშვილი: არანაირი კანონი აღარ მავალდებულებს, რომ კომენტარი მოგცეთ

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თავის ახალ თანამდებობაზე კომენტარს არ აკეთებს.

"აღარ ვარ [საჯარო პირი] და აღარ ვარ ვალდებული, რომ განცხადება გავაკეთო. არანაირი კანონი არ მავალდებულებს, რომ კომენტარი მოგცეთ" - უთხრა ქუცნაშვილმა BMG Georgia-ს.

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ქუცნაშვილმა ტაბულას არ უპასუხა, რამდენი წლით დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, ასევე რა კრიტერიუმებით მოხდა მისი შერჩევა.

გარდაბნის თბოსადგურის 49.092%-იანი წილის მფლობელი საპარტნიორო ფონდია, 50.9%-ის მფლობელი - ნავთობის და გაზის კორპორაცია.

გარდაბნის თბოსადგურში დანიშვნამდე ქუცნაშვილს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრობა სურდა, თუმცა, მთავრობამ მისი კანდიდატურა GNCC-ის არ წარუდგინა.

მანამდე კი ქუცნაშვილი პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი იყო. მანდატი მან 20 ივნისს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მასპინძლობის შემდეგ დატოვა - გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, რასაც შემდეგ საპროტესტო აქციები და "გავრილოვის ღამე" მოჰყვა.

კომენტარები