ირაკლი შოთაძის მოსმენა

იონათამიშვილი: ირაკლი შოთაძის სახელი დაკავშირებულია სამართლიანობის აღდგენის პროცესთან

ჩვენ გვაინტერესებს მისი ხედვა როგორი იქნება თვითონ პროკურორის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის, საპროკურორო შემადგენლობის გაძლიერებისთვის, ასევე სხვა სამეცნიერო მიმართულებით და  ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანობის აღდგენის მხრივ რამე სიახლე თუ იგეგემება გენერალურ პროკურატურაში. პირველ რიგში, ირაკლი შოთაძის სახელი ნამდვილად არის დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესთან. ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, რადგანაც ის გამორჩეული პროფესიონალია, არის საქმეზე ორიენტირებული ადამიანი, კარგად იცნობს იმ გამოწვევებს და პრობლემებს რაც არსებობს დღეს გენერალურ პროკურატურაში და მან ჩვენ კარგად დაგვანახა, რომ მისთვის მთავარი არის საქმე და არა პოზიცია.

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის შესახებ იმედის ეთერში საუბრობს. შოთაძეს დღეს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

კომენტარები