აშშ - ირანი

აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს საარჩევნო მანიპულაციის გამო სანქციები დაუწესა

Al-Monitor

აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს, კონსტიტუციის მცველთა საბჭოს და არჩევნების ზედამხედველობის კომიტეტის 5 წევრს საარჩევნო მანიპულაციის და ირანელი ხალხისთვის თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების უფლების წართმევის გამო სანქციები დაუწესა.

სანქციები დაუწესდა კონსტიტუციის მცველთა საბჭოს მდივანს აჰმად ჯანათს, რომელსაც წარსულში პოლიტიკური დისდენტების მკვლელობა შეუქია და ირანელი მაღალჩინოსნებისთვის კიდევ მეტი მათგანის სიკვდილით დასჯისკენ მოუწოდებია.

"რეჟიმის მავნე დღის წესრიგის სასარგებლოდ, ტრამპის ადმინისტრაცია საარჩევნო მანიპულაციას არ აიტანს," - თქვა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა.

სანქციებით ირანელ მაღალჩინოსნებს აშშ-ში აქტივები გაეყინათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება აეკრძალათ.

"მაღალჩინოსნები, რომლებსაც დღეს სანქციები დავუწესეთ, დანიშნულნი არიან ირანის უზენაესი  ლიდერის მიერ ან მასთან არიან დაკავშირებულნი. ისინი ისეთ საარჩევნო პროცესს ზედამხედველობენ, რაც ირანელი ხალხის ხმას ახშობს და მათ პოლიტიკურ მონაწილეობას ზღუდავს," - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.

სახელმწიფო მდივანი წერს, რომ კონსტიტუციის მცველთა საბჭომ 7000-ზე მეტ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძლა:

"მათი უმეტესობა იყვენენ ირანელები, რომლებიც უზენაესი ლიდერის პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ. ეს პროცესი ყალბია. ეს არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".

მაიკ პომპეომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანელი ხალხის ხმა უნდა ისმოდეს და აშშ ირანელი ხალხის გვერდით იდგა - "ჩვენ ვახმოვანებთ მათ მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის".

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობის მიღება 58 მილიონ ირანელს შეუძლია. მათ პარლამენტის 290 წევრი უნდა აირჩიონ. პირველი, ვინც ხმა მისცა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი იყო. მან თქვა, რომ ირანის არჩევნებს მათი მეგობრები და მტრები აკვირდებიან, რომლებსაც სურთ ნახონ რა შედეგი გამოიღო ტრამპის ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკამ:

"ხმის მიცემა რელიგიური მოვალეობაა, რომელიც ირანის ეროვნული ინტერესების გარანტიაცაა. ირანელებს მოვუწოდებ არჩევანი ადრე დააფიქსირონ." თქვა მან ხმის მიცემის შემდეგ.

ირანის მთავრობის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მედიის მეშვეობით მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. მათი თქმით ხმის მიცემისაგან თავის შეკავება პროტესტის ნიშნად მხოლოდ დონალდ ტრამპს წააქეზებს რომ ირანს მეტი სანქციები დაუწესოს.

პარლამენტის 290 ადგილისათვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. მასში მონაწილეობის მიღება 16,000-ზე მეტ კანდიდატს აუკრძალეს. მათ შორის დისკვალიფიკაცია მისცეს ამჟამინდელი პარლამენტის 90 რეფორმისტ წევრს. ირანის რეჟიმის ოპოზიციის ნაწილმა მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდა.

კომენტარები