აშშ - ირანი

ირანი გაათავისუფლებს 4 გარემოსდამცველს, რომლებიც ჯაშუშებად იყვნენ მიჩნეული

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის სასულიერო, სახელმწიფოებრივმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მარხვის თვის - რამადანის - დასრულების აღსანიშნავად 2000-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა. 

ალი ხამენეი ასევე გაათავისუფლებს 4 გარემოსდამცველს, რომლებიც ირანში ჯაშუშობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. გარემოსდამცველებმა პატიმრობაში 5 წელი დაჰყვეს. მათი ადვოკატის, ჰოჯატ კერმანის თქმით, ისინი უახლოეს დღეებში გათავისუფლდებიან, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. 

ირანმა 2018 წელს ოთხი ირანელი გარემოსდამცველი ჯაშუშობის ეჭვის ნიადაგზე  დააკავა და მათ ათი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გარემოსდამცველები სპარსეთის ველური ბუნების მემკვიდრეობის ფონდი-ს თანამშრომლები იყვნენ, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ჯიშებს იცავს. 

2018 წელს 63 წლის ირანელ-კანადელი გარემოსდამცველი, პროფესორი ქავუს საიდ ემამი პატიმრობაში გარდაიცვალა - მან ბრალდების გამო სიცოცხლე პატიმრობაში, სუიციდით დაასრულა. 

კომენტარები