სამტრედიის შემოსასვლელთან ავტოავარიის შედეგად, სავარაუდოდ, 5 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ერთმანეთს სატვირთო და მერსედესის ფირმის ავტომანქანა შეეჯახა, თუმცა დაღუპულებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ.
გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.