Bloomberg-ის მილიარდელთა ინდექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ორ კვირაში 200 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.
ამჟამად ყველაზე მდიდარი ქართველის ქონება 5.37 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული, როცა 19 თებერვალს 5.57 მილიარდს შეადგენდა.
ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 359-ე პოზიციას იკავებს.
კორონავირუსის ფონზე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება მილიარდობით დოლარით მცირდება. მაგალითისთვის, 24 თებერვალს მსოფლიოს ათმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯამში 30 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა ერთი დღის მანძილზე.