The Little Mermaid

კორონავირუსის გამო The Little Mermaid-ის გადაღებები შეჩერდა

LA Times

სტუდია დისნეიმ საკულტო ანიმაციის The Little Mermaid მხატვრული რიმეიქის გადაღებები ახალი კორონავირუსის გამო შეაჩერა.

The Little Mermaid-ის გარდა გაურკვეველი დროით გადაიდო რიდლი სკოტის ისტორიული ბლოკბასტერის The Last Duel, გილერმო დელ ტოროს თრილერის Nightmare Alley, კომედიის Shrunk და კიდევ ერთი რიმეიქის Peter Pan & Wendy გადაღებები.

"გადასაღებ მოედანზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა, მაგრამ სამყაროში შექმნილი ვითარების, მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე მსხვილი პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ. სიტუაციაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ და გადაღებებს პირველივე შესაძლებლობისას განვაახლებთ,"- ამბობს სტუდიის წარმომადგენელი.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 146,084 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 72,552 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 5,437.

რაც შეეხება საქართველოს, 14 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 25 ადამიანი.

 

კომენტარები