კორნავირუსი

ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან გადაყვანილ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

Reuters

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაის ინფორმაციით, პირებს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.  

 "გუდაურის შემთხვევები, როგორც შესაძლო შემთხვევა, რამდენიმე შემთხვევა შემოიყვანეს ჩვენთან სადიაგნოსტიკოდ. მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა და ნეგატივი იყო", - თქვა ეზუგბაიამ.

16 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა, რომ ჩეხ ტურისტს, რომელსაც 8 მარტს გუდაურში კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. 

ტიკარაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ჩეხმა ტურისტმა საქართველოს საელჩოს ინფორმაცია მიაწოდა, 30 პირი, რომელთაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ, იზოლაციაში გადაიყვანეს. მათგან, მინისტრის ინფორმაციით, სამს სიმპტომები ჰქონდა გამოხატული.  

საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანრთელდა ერთი პირი. 

 

კომენტარები