ახალი კროონავირუსი

აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 784-მდე გაიზარდა

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 784-მდე გაიზარდა. COVID-19-ით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინფიცირდა 54,916 პირი, აქედან 379 გამოკანმრთელდა, ხოლო 1,175 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

25 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 423,724 შემთხვევაა აღწერილი, გამოჯანმრთელდა 109,172, ვირუსით გარდაიცვალა - 18,925.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის აქ ახალი კორონავირუსის დადასტურებული 73 შემთხვევაა, მათგან აქტიური 63-ია. საქართველოში არცერთი ინფიცირებული არ გარდაცვლილა.

კომენტარები