7 ივნისს დიდ ბრიტანეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 77 პაციენტი გარდაიცვალა. დღიურად სიკვდილიანობის ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 22 მარტს იყო - 74.
დიდ ბრიტანეთში მკაცრი შეზღუდვები პრემიერმა ბორის ჯონსონმა 23 მარტს შემოიღო.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი 286 194 ადამიანს დაუდასტურდა. დაიღუპა 40 542 პაციენტი, რაც ევროპის ქვეყნებს შორის Covid-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.