კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

პრინც ჩარლზს, რომელიც ორი დღით ადრე ელისაბედ II-ს შეხვდა, კორონავირუსი დაუდასტუდა

People

ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ორი დღით ადრე დედას, დიდი ბრიტანეთის მონარქს, ელისაბედ მეორეს ესტუმრა. ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

სამეფო კარის წარმომადგენლების თქმით დედოფალს ამ ეტაპზე კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, პრინცი ჩარლზი კი თვითიზოლაციაშია გადასული. 

ჩარლზს ელისაბედის გარდა კიდევ რამდენიმე სამეფო ოჯახის წევრთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის საკუთარ ცოლთან, კორნუელის ჰერცოგინასთან, კამილასთან. ჰერცოგინას ტესტმა კორონავირუსი არ დაუდასტურა.

პრინცი ჩარლზი მეორედ დაავადდა კორონავირუსით. 2020 წლის მარტში ინგლისის ტახტის მემკვიდრებ დაავადება მსუბუქ ფორმებში გადაიტანა.

კომენტარები