ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი. ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტპატიმრებს დაუშვებს, არის ავტორიტარი. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორებს დაპირებას მისცემს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და საზოგადოებას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი, პარტნიორების ვერდიქტი. ასეთი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მხოლოდ გამარჯვება უწერია.
tbl.ge/4uip
დაკოპირდა
თქვა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპროტესტო აქციაზე "ერთი წელი 20 ივნისიდან" .
ამავე თემაზე
- 1 წელი "გავრილოვის ღამიდან" - ფოტოგალერეა აქციიდან
- ხოშტარია: მივმართავ გავრილოვს, კადიროვს და პუტინს - მოგიწევთ დაჩოქება ჩვენი ქვეყნის წინაშე
- მარგველაშვილი: რამდენი ტანკიც არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე რუსეთს არ აქვს
- ერთი წელი 20 ივნისიდან - ფოტოები
- დიღმელაშვილი: ეს არჩევნები არის რეფერენდუმიც - რა პასუხს აძლევს ხალხი რუსეთს