იან ჰოლმი

LOTR-ის მსახიობებმა იან ჰოლმი გაიხსენეს

Cinema Blend

19 ივნისს, The Lord of The Rings-ში ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელი, სერ იან ჰოლმი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბეჭდების მბრძანებლის მსახიობებმა კოლეგა და მეგობარი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებით გაიხსენეს. 

"სამწუხაროა იმის გაგება, რომ ერთადერთი, ბრწყინვალე და ნათელი ადამიანი, სერ იან ჰოლმი გარდაიცვალა. მშვიდობით, ბიძაჩემო" – წერს ფროდოს როლის შემსრულებელი ელაიჯა ვუდი.

"ძვირფასი იან ჰოლმი რუხ ნავსაყუდელში გაემგზავრა. პიტერ ჯექსონმა თქვა, რომ ის საუკეთესო მსახიობი ვისთან ერთადაც კი უმუშავია. მას ვსწავლობდი როგორც შემეძლო, გადასაღებ მოედანზე იგი ჯადოსნური ადამიანი იყო. ძალიან თბილი, ძალიან ნათელი, სიკეთით აღსავსე. მშვიდობით ბიძია ბილბო" – წერს მერის როლის შემსრულებელი დომინიკ მონაგანი.

"დღეს ლეგენდა დავკარგეთ. მან ერთ-ერთი ყველაზე პატარა როლი შეასრულა ბეჭდების მბრძანებელში, მაგრამ ჩემთვის ის ყოველთვის გოლიათი იქნება." – წერს ლეგოლასის როლის შემსრულებელი ორლანდო ბლუმი.

 

 

 

 

კომენტარები