პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ტექნიკური მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.
ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შეასრულებს:
- პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) - თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;
- თბილისი - პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.