2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა. აქედან 26 პირს მიაგნეს, 20-ს ამ დრომდე ეძებენ, ხოლო 8 გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგულთა სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივნისში 13 არასრულწლოვანი დაიკარგა, მათგან 10 მოიძებნა, 3-ს კვლავ ეძებენ.