სატელევიზიო არხმა Adult Swim-მა რიკი და მორტის ახალი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი Rick And Morty vs. Genocider-ი გამოუშვა, რომელიც ანიმეს სტილშია დახატული.
რვაწუთიანი ვიდეოს შექმნაში რეჟისორმა ტაკაში სანომ მიიღო მონაწილეობა. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირები ტოკიოში მიემგზავრებიან, სადაც იდუმალებით მოცული გენოცაიდერი უნდა შეაჩერონ.