ოსკაროსანი ტომ ჰენქსი და მისი ცოლი, მსახიობი რიტა უილსონი საბერძნეთის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ავრცელებს.
მიცოტაკისმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ვარსკვლავურ წყვილს საბერძნეთის პასპორტები უჭირავს.
უილსონს ბერძნული ფესვები აქვს, 1988 წელს ჰენქსმა ქორწინების შემდეგ მართლმადიდებლობა მიიღო. წლების განმავლობაში ვარსკვლავური წყვილი კუნძულ ანტიპაროსზე ისვენებს.
2020 წლის დასაწყისში საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპოლუსმა ჰენქსის ნატურალიზაციის საბუთს მოაწერა ხელი.