საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დღეს, 3 აგვისტოს, პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ანგარისშის მიხედვით, 2019 წელს პარლამენტში 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.
21 დეპუტატი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის უფლებით 2019 წელს საერთოდ არ უსარგებლია:
- ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- მახირ დარზიევი (უმრავლესობა)
- მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა)
- იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- სამველ მანუკიანი (უმრავლესობა)
- ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი)
- რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი)
- რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა)
- დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა)
- ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა)
- გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა)
- ზაზა კედელაშვილი (ევროპული საქართველო)
- ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი)
- ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)