აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"ამ საღამოს პირველ ლედის და მე COVID-19 დაგვიდასტურდა. ჩვენ დაუყოვნებლივ გადავალთ კარანტინში და დავიწყებთ გამოჯანმრთელებას. ჩვენ ამას ერთად გავუმკლავდებით!".
The Spectator-ის ინფორმაციით, ტრამპი და პირველი ლედი კარანტინს თეთრ სახლში გაივლიან, სადაც პრეზიდენტი თავის ყოველდღიურ საქმიანობას გააგრძელებს.