ევროპული საქართველო 2020

ქუთაისში ევროპული საქართველოს წევრის მანქანა დააზიანეს

დავით გოგისვანიძე

ქუთაისში, ევროპული საქართველოს წევრის მანქანა დააზიანეს. პარტიის წარმომადგენლის დავით გოგისვანიძის თქმით, მანქანა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს ეკუთვნოდა. ჩამსხვრეულია მანქანის მინები. 

გოგისვანიძის თქმით, მომხდარს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივი აქვს. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვთ. 

კომენტარები