მიხაილო თოდუა

Michailo: შეთანხმებულიც მქონდა, სანამ დასაკრავად წავიდოდი, მაგრამ ალბათ პოლიტიკური მიზეზია

MICHAILOSecretArea

"ერთადერთი რასაც ვფიქრობ, რატომაც არ მეთვლება ეს ივენთები, არის ალბათ პოლიტიკური მიზეზი, რადგან გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოზე დაკვრა, ვიღაცას ალბათ არ ესიამოვნა". –მუსიკოსი მიხეილ თოდუა, იგივე Michailo, პრობაციის ეროვნული ბიუროს სურვილს, მისი ციხეში დაბრუნების შესახებ, პარტია გირჩის ღონისძიებაზე დაკვრას უკავშირებს.

Michailo მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს სთხოვს, დღეს, 11 ნოემბერს, 2 საათზე პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოსთან მივიდნენ და მხარი დაუჭირონ. 

"შეთანხმებულიც მქონდა, სანამ წავიდოდი დასაკრავად.  ერთადერთი რასაც ვფიქრობ, რატომაც არ მეთვლება ეს ივენთები, არის ალბათ პოლიტიკური, რადგან გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოზე დაკვრა ვიღაცას ალბათ არ ესიამოვნა. ვერ ვხვდები, რისთვის ვისჯები საერთოდ და აქედან გამომდინარე, ვერც ლოგიკურად ვიმსჯელებ და არც ის ვიცი, პირდაპირ სასამართლოდან გამიშვებენ ციხეში თუ არ გამიშვებენ". – ამბობს მიხეიალო თოდუა. 

მინდა მოვუწოდო ჩემს გულშემატკივრებს, იმ ადამიანებს ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა, დღეს, 2 საათზე ვთხოვ, თუ შეუძლიათ და აქვთ სურვილი, მოვიდნენ სასამართლოსთან". –ამბობს Michailo.

19 ოქტომბერს გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ მუსიკოსს, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, პრობაცია მიღება-ჩაბარების აქტს სთხოვს, რათა დაადასტუროს ნამდვილად გირჩის ღონისძიებაზე უკრავდა თუ არა.

მუსიკოსი მიხაილო თოდუა პატიმრობიდან გასული წლის 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მიხაილოს ელექტროსამაჯური უკეთია.

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა თანხა ვერ გადაიხადა. მუსიკოსი მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებდა - გამოუყვეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა.

    კომენტარები