მე მინდა დიდი სიყვარულით თქვენთან ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეს დღე. მისთვის წმინდა გიორგი იმდენად საყვარელია, რომ ამ დღეს აკურთხა ეს შესანიშნავი ტაძარი [სამება] და ჩვენ მადლობა ვუთხრათ დღეს უწმინდესობას და უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა, მოგვივლინა უფალმა ერთერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მისი უწმინდესობის ცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოწამეობრივი სვლა, მოწამეობრივი სულიერი გზაა და იგი გვინათებს და გვასწავლის უკვე 43 წელიწადია, რა არის გზა, რა არის ჭეშმარიტება, რა არის ცხოვრება და არის დიდი წინამძღოლი ჩვენი ერის და ჩვენი ეკლესიის. ღმერთმა გააძლიეროს და მრავალჟამ ყოფილიყოს მისი სიცოცხლე და დღეგრძელობა...
tbl.ge/59f0
დაკოპირდა
ამბობსსამებაში ქადაგებისას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ამავე თემაზე
- მეუფე შიო: მატერიალურ ღირებულებებზე ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა დიდი უგუნურებაა
- მეუფე შიო: სამწუხაროა სოციალურ ქსელებში უსიყვარულობა, სისასტიკე, ბრალდებები, უხეშობა, გინება
- მეუფე შიო: ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, უნდა იყოს მონა
- მეუფე შიო: ტენდენციები, რაც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, დამღუპველია