ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: ენმ-დან ბევრი წავიდა, მაგრამ მოძრაობა კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება

ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ორივე: იერიშიც და უკან დახევაც. ასეთი არის ხალხის ნება. სხვადასხვა დროს ნაციონალური მოძრაობიდან ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, რა თქმა უნდა. მაგრამ, ბუნებრივია, იბადება კითხვა, ბევრი მიდის, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კი არ სუსტდება, არამედ პირიქით, ძლიერდება. რა არის ამისი მიზეზი? რატომ ხდება ყოველივე ეს? ამას მარტივი ახსნა აქვს - ნაციონალური მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება. ეს არ არის პერსონების მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამიტომაც ამ იდეას, ვერცერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს. ვერ ამარცხებს. ნაციონალური მოძრაობა არის მეტი ვიდრე პარტია. 

თქვა ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. 

კომენტარები