ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: დღეს აქ არ არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც ყველაზე დიდი საქმეები წინ აქვს, რომელსაც თავისი მმართველობის საუკეთესო ფურცლები ჯერ კიდევ არ დაუწერია. დღეს ნებისმიერ თქვენგანს აქვს საშუალება, იყოს პარტია და მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი. თითოეული ხმა, თითოეული მოსაზრება მნიშვნელოვანია. დღეს აქ არ არის კაცი, რომლის იდეაც იყო საქართველოსთვის ასეთი უპრეცენდენტო გამჭვირვალობითა და მაღალი ჩართულობით პოლიტიკური პარტიის თავმდჯომარედ არჩევა; არ არის კაცი, ვინც შექმნა ეს პარტია; არ არის კაცი, ვინც იყო ვარდების რევოლუციის სასწაულის ავტორი; არ არის ამ ქვეყნის თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი და აქედან მივესალმები მას თქვენი სახელითაც.

მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის, რაც აქამდე უკეთებია, მაგრამ ზუსტად ვიცი, კიდევ უფრო მეტი წინ აქვს თქვენთან ერთად, მასაც და საქართველოსაც მასთან ერთად...

ამის შესახებ ნიკა მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე ისაუბრა, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს

კომენტარები