საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ყოფილ ელჩებთან, ჯონ ბასთან, ელიზაბეთ რუდთან, იან კელისთან, ჯონ ტეფტთან და რიჩარდ ნორლანდთან ერთად, ქვეყნის მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
"2020 წელი მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის რთული იყო, ცვლილებების, გაურკვევლობებისა და ძალზე დიდი დანაკარგის გამო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, რამდენად ძვირფასია ოჯახი, მეგობრები და კოლეგები და თუ როგორი დასაფასებელია ერთად გატარებული დრო..." – კელი დეგნანი.