ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოდანაშაულის გამო ცოლ-ქმარი დავაკავეთ – ამოღებულია ჰეროინი და მარიხუანა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულის გამო ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ. 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს". – წერია განცხადებაში.  

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები