ხუთშაბათს, 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა თემებს განიხილავს სინოდი.
"მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა". – წერია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.