კოსმოსური მისია მარსზე

არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა ზონდმა მარსამდე მიაღწია

CNN

არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ გაგზავნილი კოსმოსური ზონდი 9 თებერვალს მარსის ატმოსფეროში შევიდა. მისიის წარმატებით დასრულებით არაბთა გაერთიანებული საამიროები საბჭოთა კავშირის, NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და ინდოეთის შემდეგ რიგით მეხუთეა, ვინც წითელ პლანეტამდე მიაღწია.

კოსმოსურმა ზონდმა სახელად, “ალ-ამალი” (არაბულად: იმედი)  დედამიწა ივლისში დატოვა.  მას მარსის ორბიტაზე მინიმუმ ორი წლით გაჩერება ევალება. “ალ-ამალის” მთავარი მიზანი მარსის ატმოსფეროს, მისი კლიმატისა და ამინდის გამოკვლევაა. მისიის ბოლო წუთებს არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტო პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ჩაერთო კოსმოსურ მისიებში. 2024 წლისთვის მთვარეზე, შეუსწავლელი ნაწილების გამოსაკვლევად, უპილოტო როვერის გაგზავნაც იგეგმება

2020 წლის ივლისში მარსის მიმართულებით მისია NASA-მ და ჩინეთმაც გაგზავნეს. გამოთვლების მიხედვით, ჩინური Tianwen 1 წითელ პლანეტამდე 10 თებერვალს მიაღწევს, NASA-ს როვერი Perservance-ი კი 18 თებერვალს.


არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსის მიმართულებით მისია 19 ივლისს გაუშვა. ეს პირველი არაბული პლანეტათშორისი მისიაა. 

პროექტის განხორციელებას 6 წელი დასჭირდა. ზონდის ასაგებად არაბი მეცნიერები კოლორადო ბოულდერის უნივერსიტეტის ატმოსფერული და კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიასთან თანამშრომლობდნენ. მისიის მიზნის შერჩევისთვის კი კონსულტაცია გაიარეს მარსის კვლევითი პროგრამის ანალიზის ჯგუფთან, მარსის კვლევის დასაგეგმ ფორუმთან, რომელიც NASA-მ ჩამოაყალიბა.

კომენტარები