ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის კავშირები ჩინურ კომპანიასთან – სამოქალაქო იდეის განცხადება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

არასამთავრობო ორგანიზაცია - სამოქალაქო იდეა პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას ეხმაურება. ორგანიზაცია ღარიბაშვილის ჩინურ კომპანია CEFC-სთან კავშირზე მას და საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ღარიბაშვილი 2015 წელს, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩინური სახელმწიფო კომპანია CEFC-ს მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ეს კომპანია მსოფლიოში განსაკუთრებით იყო გამორჩეული კორუფციის, სხვადასხვა ტიპის მაქინაციების, უმაღლესი თანამდებობის პირების მოქრთამვისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილის მიმართ კი, მათივე ინფორმაციით, დღესაც მიმდინარეობს გამოძიება.

"საქართველო დღეს იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხაზი, სწორედ საქართველოში ჩინურ-რუსულ ინტერსებზე გადის. დღემდე კომპანია CEFC საკუთრებაში რჩება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინური კომპანია გაკოტრებულია, ვალდებულებები არ შეუსრულებია და კრედიტორების გასტუმრების პროცესში იმყოფება, დღემდე საქართველოს ხელისუფლებას საკუთრების დაბრუნების პროცესი არ დაუწყია. პრობლემა კი ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან ფოთის სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო ბანკის საკუთრება შეიძლება გახდეს გახდება. იმ ბანკის, რომლის წინაშეც უზარმაზარი დავალიანება აქვს ჩინურ კომპანიას". –წერია განცხადებაში.

სამოქალქო იდეა მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილს:

  • განმარტოს, თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით - მისი ყოფილი დამსაქმებელი და დღეს უკვე გაკოტრებული, სისხლის სამართლის მრავლობით დანაშაულში მხილებული კომპანიის მიერ, საქართველოში არსებული საკუთრებების სახელმწიფოსთვის დაბრუნების თვალსაზრისით?   

საქართველოს პარლამენტს:

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ეს საკითხი უკვე იყო პრობლემური ბატონი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს და ახლა უკვე განსაკუთრებული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ხდება მისი შესაძლო პრემიერობის პირობებში.

კომენტარები