ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა

ქართული ოცნება

ყოფილი პრემიერმინისტრისა და ამჯამად ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამამისს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმინიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება. 

"არცერთხელ, რა თქმა უნდა, ეს თავის მართლება არ არის, არცერთ საკითხზე კითხვა არ ყოფილა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია. არც ერთხელ. კითხვა არ არსებობს უბრალოდ. თქვენ ახსენეთ ჩემი ოჯახი. ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად კანონიერი ბიზნესსაქმიანობა და ქონება. ამის თაობაზე, თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, რომელსაც მოიხსენიებთ, როგორც პენსიონერს.

მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება, რომელიც მან შექმნა სხვადასხვა საშუალებებით. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, ეს ინფორმაცია არ არის დამალული, პირიქით საჯარო ინფორმაციაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუზიარო ეს ინფორმაცია, ასე რომ, ტყუილის გავრცელებას თავი დაანებეთ" - ამბობს ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში. 

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ღარიბაშვილი შესამოწმებელ პირთა სიაშია და მისი 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდება. 

კომენტარები