star wars

ევან მაკგრეგორი STAR WARS-ის სამყაროში ბრუნდება

IndieWire

Disney+ ახალ სერიალზე მუშაობას იწყებს, რომლის მთავარი გმირი Star Wars-ის სამყაროს ლეგენდარული პერსონაჟი, ობი-ვან კენობი იქნება. ჯედაის როლს კვლავ ევან მაკგრეგორი შეასრულებს.

მომავალ სერიალში, ჰეიდენ კრისტენსენიც გამოჩნდება, რომელმაც მეორე ტრილოგიაში ანაკინ სკაიუოკერი, იგივე დარტ ვეიდერი განასახიერა.

პროექტში მაკგრეგორის და კრისტენსენის გარდა ჯოელ ედჯერტონი, რუპერტ ფრენდი, კომიკოსი კუმალ ნანჯიანი, GOT-ის მსახიობი ინდირა ვარმა, რეჟისორი ბენი საფდი, ლეგენდარული რეპერის, Ice Cube-ის შვილი, მუსიკოსი და მსახიობი ო'ში ჯექსონ ჯუნიორი, ფორსაჟის ვარსკვლავი სუნგ კანგი ითამაშებენ.

ობი-ვან კენობი ვარსკვლავური ომების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია. ლეგენდარული ჯედაი, ანაკინ სკაიუოკერის (მომავალში დარტ ვეიდერი) აღმზრდელია. პირველი ტრილოგიის თანახმად, კენობი და იოდა სამყაროში დარჩენილი უკანასკნელი ჯედაები არიან. ორივე მათგანს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით "ახალი იმედის", ლუკ სკაიუოკერის მოძებნასა და აღზრდაში. კენობის როლი პირველ ტრილოგიაში სერ ალეკ გინესმა შეასრულა, ხოლო მეორე ტრილოგიაში ახალგაზრდა ჯედაის ევან მაკგრეგორი ასახიერებს.

ახალი შოუს გადაღებები აპრილში იგეგმება, გამოსვლის ზუსტი თარიღი და სცენარის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

კომენტარები