BTS

BTS-ის წევრი: ინგლისური ენა FRIENDS-ის დახმარებით ვისწავლე

Koreaboo

კეი პოპბენდის, BTS-ის, ერთ-ერთი წევრის, არემის თქმით, ინგლისური ენის შესწავლაში ძალიან დაეხმარა ამერიკული სიტკომი Friends.

არემი ბენდის სხვა წევრებთან ერთად HBO-ს მიერ გადაღებულ Friends-ის სპეციალურ ეპიზოდში გამოჩნდა.

"Friends ძალიან მიყვარდა. როდესაც თინეიჯერი ვიყავი, თითოეული სეზონის DVD დისკი მქონდა და განუწყვეტლივ ვუყურებდი, თავდაპირველად კორეული სუბტიტრებით, შემდეგ ინგლისურით. როსი, ჩენდლერი, მონიკა და სხვები ჩემი ინგლისურის მასწავლებლები იყვნენ ამერიკიდან. ჩემთვის დიდი პატივი იყო სპეციალურ ეპიზოდში მონაწილეობა, წარმოიდგინეთ მეგობრების მეგობარი გავხდი". – ამბობს მომღერალი.

საკულტო სიტკომის პირველი ეპიზოდი 1994 წელს გამოვიდა. სერიალი ათი სეზონის გამოსვლის შემდეგ დასრულდა. Friends ამერიკულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომედიური სერიალია. 

სერიალის დასრულებიდან 15 წლის თავზე მეგობრების სპეციალური ეპიზოდი უნდა გამოსულიყო, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაღებების თარიღი რამდენიმეჯერ შეიცვალა. საიუბილეო სერია მიმდინარე წლის 27 მაისს გამოვიდა.

კომენტარები