ხუდონჰესი

თურნავა ხუდონჰესზე: სახელმწიფო უნდა იყოს ერთადერთი მფლობელი თუ არა, პარტნიორი მაინც

ინვესტორს ინტერესი აღარ აქვს, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში მანაც ეს ვერ განახორციელა, აქ სხვა მიდგომა იქნება საჭირო. პირველ ეტაპზე, ჩვენ კონსულტანტების დახმარებით, ვისთანაც ვახანგრძლივებთ წლის ბოლომდე საკონსულტაციო შეთანხმებას, ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი დაუბრუნდეს სახელმწიფოს, შემდეგ კი ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სტრუქტურით არის უმჯობესი ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელება. ბოლო დროის მოვლენებმა დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის მეგაპროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს მეტი მონაწილეობა და გახდეს თუ ერთადერთი მფლობელი არა, პარტნიორი მაინც მსგავს პროექტებში

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ხუდონჰესთან დაკავშირებით. ხუდონჰესის პროექტზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ინვესტორთან კონტრაქტი გააუქმოს და მომავალში, ჰესი, შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს.

კომენტარები