ნავთობის ფასი

ფასების მკვეთრი ზრდის გამო, OPEC-ი ნავთობის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდა 

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის [OPEC+] წევრები ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ნავთობის მიწოდების გაზრდაზე და ამ მეთოდით ფასების დასტაბილურებაზე შეთანხმდნენ

2020 წელს COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის გამო, ორგანიზაციამ ნავთობის მიწოდება დღიურად 10 მილიონი ბარელით შეამცირა. 

2021 წელს ვაქცინაციის პროგრამების გავრცელებასთან და რეგულაციების მოხსნასთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით ნავთობზე მოთხოვნა გაიზარდა. გასულ წელს შემცირებული მიწოდების ფონზე, აღნიშნულმა მოვლენამ ფასების მკვეთრი ზრდა და ზოგიერთ რეგიონში ნავთობის დეფიციტიც კი გამოიწვია. 

მაისში ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 15-თვიან რეკორდულ ნიშნულს, 77 დოლარს მიაღწია.

ახალი შეთანხმების თანახმად, 2022 წლის მაისიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ერაყს, ქუვეითსა და რუსეთს გაზრდილი საექსპორტო კვოტები მიენიჭება. 

აგვისტოდან დეკემბრამდე OPEC-ი ნავთობის მიწოდებას 2 მილიონი ბარელით გაზრდის.

ექსპერტების შეფასებით, მიწოდების გაზრდა ბაზარს დაასტაბილურებს და ნავთობის ფასებს შეამცირებს. 
 

კომენტარები