ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ჯაშუშური პროგრამის სამიზნე გახდა

ემანუელ მაკრონი
AFP

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ერთ-ერთია იმ მსოფლიო ლიდერთა შორის, რომელიც, სავარაუდოდ, ჯაშუშობის სამიზნე გახდა.

პრეზიდენტის ტელეფონის ნომერი ჯაშუშური პროგრამაში, Pegasus-ში აღმოჩნდა, რომელიც ტელეფონის საშუალებით სამიზნეზე დაკვირვების შესაძლებლობას ქმნის.

მსოფლიო ლიდერების ტელეფონის ნომრები 50 000-ნომრიან სიაში მოხვდა. სიაში არსებული ადამიანებით, სავარაუდოდ, ისრაელში დაფუძნებული ფირმა NSO Group-ია დაინტერესებული. სია მსხვილ მედიებს ჩაუვარდათ ხელში.

NSO Group-ი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს უარყოფს. კომპანიის თანახმად, მათი მიზანია, პროგრამა კრიმინალების და ტერორისტების წინააღმდეგ გამოიყენონ. NSO ამბობს, რომ ტელეფონის ნომრების სია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ სამხედრო ძალებისთვის, სამართალდამცველებისთვის და სადაზვერვო სააგენტოებისთვის, რომლების ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ.

კომპანია ამბობს, რომ გამოძიება, რომელსაც პარიზში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია Forbidden Stories და უფლება დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი უძღვებოდა, სავსე იყო "მცდარი დასკვნებით და დაუდასტურებელი თეორიებით".

ფრანგული გამოცემა Le Monde წერს, რომ მაროკოს სადაზვერვო სამსახურებმა გამოამჟღავნეს ტელეფონის ნომერი, რომელსაც პრეზიდენტი მაკრონი 2017 წლის შედეგ იყენებს. მაროკო Pegasus-ის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობას უარყოფს.

ტელეფონის ნომრების აღნიშნულ სიაში აღმოჩენა ცალსახად არ ნიშნავს, რომ ჯაშუშური პროგრამა ყველა ნომრისთვის იყო გამოყენებული. სიაში აღმოჩენილი ნომრების მფლობელები ჯაშუშობის პოტენციური სამიზნეები არიან.

უცნობია, იყო თუ არა ჯაშუშური პროგრამა პრეზიდენტ მაკრონის ტელეფონზე ჩაყენებული.

გავრცელებულ სიაში ასევე მოხვდა ერაყის პრეზიდენტის ბარამ სალის, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას, პაკისტანის, ეგვიპტის, მაროკოს პრემიერმინისტრების და მაროკოს მეფის ტელეფონის ნომრები.

მთლიანობაში სიაში 34 ქვეყნის 600-ზე მეტი სახელმწიფო მოხელისა და პოლიტიკოსის ნომერი აღმოჩნდა.

კომენტარები