ცნობილი ადამიანები

სკარლეტ იოჰანსონსა და კოლინ ჯოსტს პირველი შვილი ეყოლათ

ამერიკელ მსახიობს, სკარლეტ იოჰანსონს და მის ქმარს, კოლინ ჯოსტს პირველი შვილი ეყოლათ.

ახალშობილი ვაჟია და მას სახელად კოსმო დაარქვეს.

"კარგი, კარგი, შვილი გვეყოლა. მისი სახელია კოსმო. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს", - დაწერა ჯოსტმა ინსტაგრამზე.

სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჯოსტი 2020 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ. წყვილი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2019 წელს დაინიშნა.

კომენტარები