Saint Laurent

ჩვენება ეიფელის კოშკის ფონზე – SAINT LAURENT-ის ახალი კოლექცია

Reuters

ფრანგულმა მოდის სახლმა Saint Laurent-მა პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველი არა-ონლაინ ჩვენება გამართა და კოლექცია ეიფელის კოშკის ფონზე წარადგინა.

მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ენტონი ვაკარელოს მიერ შექმნილი კოლექციის ინსპირაცია დიზაინერი პალომა პიკასო იყო, რომელიც ყველაზე ცნობილი Tiffany & Co.-სთვის შექმენილი ნამუშევრებისთვის გახდა.

მოდელებს მორგებული ჰქონდათ ტანზე მომდგარი ტანსაცმელი - პიჯაკები, კომბინიზონები, კაბები. ენტონი ვაკარელოს თქმით, ტანსაცმლის მსგავსი ფორმები იმიტომ შექმნა, რომ შეესწორებინა "ყველა ის მეტისმეტად დიდი ზომის პიჯაკები", რომლებსაც ინსტაგრამზე ნახულობს.

დაათვალიერეთ 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის ნაწილი:

კომენტარები