მიხეილ სააკაშვილი

სერგეენკო სააკაშვილზე: მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი მრავალპროფილურ კლინიკაში

ჯანდაცვის მინისტრთან ამ თემაზე, ემხრობა თუ არა, არ გვქონია საუბარი. საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ის უახლოესი საათების ტაქტიკა, რაც იყო არჩეული გუშინ გვიან საღამოს, სწორია. მე ვფიქრობ, რომ ამ დილით სწრაფად უნდა მოხდეს შეჯამება ამ კონსულტაციების და ამის მიხედვით სწორი გადაწყვეტილების მიღება. სამედიცინო მოვლის კუთხით გორის ჰოსპიტალი შესანიშნავი დაწესებულებაა, თუმცა, როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა აღნიშნა, ერთი კონკრეტული აპარატის, ელექტრო-მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის არქონა გორის ჰოსპიტალს ამ სიიდან რიცხავს. 

მე რომ სამოქალაქო სექტორში ასეთ პაციენტს ვმართავდე, ასეთ პაციენტს გადავიყვანდი უფრო მრავალპროფილურ კლინიკაში. თუმცა ეს არ არის სამოქალაქო სექტორი და აქ არის რაღაც უსაფრთხოების საკითხებიც. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის კომიტეტის წევრმა, დავით სერგეენკომ ფორმულასთან საუბრისას.

კომენტარები