დასაქმება

დავითაშვილი: თუ ადამიანს შეუძლია მუშაობა და უარს ამბობს, ასეთი სისტემა ალოგიკურია

ინიციატივა, რომელიც გაჟღერებული იყო პრემიერის მხრიდან, გულისხმობს, რა თქმა უნდა, იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რომელთაც სოციალური პირობები უნდა გაუუმჯობესდეთ. კითხვა გამოიწვია იმან, თუ რამდენად შეიძლება ეს იყოს ალტერნატივა სოციალური დახმარების, ჩვენ ვამბობთ, რომ ის ადამიანები რა შემოსავალსაც იღებენ ამ სტატუსით, მათ შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს და რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მუშაობასთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლება.

[...] თუ შრომისუნარიანია ადამიანი და შესწევს საქმის გაკეთება, მათ ექნებათ გარკვეული ტიპის არჩევანის საშუალება სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შორის, მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია მუშაობა, არსებობს სამუშაო და ამ სამუშაოზე უარს ამბობს, ბუნებრივია, ეს ვერანაირად ვერ იქნება მოდელის ნაწილი, არსშივე ალოგიკურია ამ სისტემის არსებობა, ჩვენ გავითვალისწინებთ ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებს და დეტალებს ძალიან მოკლე ხანში გაგაცნობთ.

[...] საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიღოთ ადამიანების 200 000-იანი არმია, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაში, წინსვლაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.

თქვა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველი 200 000 შრომისუნარიანი ადამიანისთვის სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას.

კომენტარები