ნიდერლანდები

ნიდერლანდელმა პარლამენტარმა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჰოლოკოსტს შეადარა

თიერი ბოდე
GETTY IMAGES

მემარჯვენე ნიდერლანდელმა პარლამენტარმა, პარტიის ფორუმი დემოკრატიისთვის ლიდერმა თიერი ბოდემ Twitter-ზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჰოლოკოსტს შეადარა. ბოდეს თქმით, ის რომ აუცრელ ადამიანებს გარკვეულ სივრცეებში შესვლის უფლება არ აქვთ, ჰგავს ნაცისტების მიერ ებრაელების დევნას. პარლამენტარმა აუცრელი ადამიანები "ახალი ებრაელები" იყვნენ, ხოლო ისინი ვინც აუცრელი ადამიანების მიმართ შეზღუდვებს ყურადღებას არ აქცევს "ახალი ნაცისტები" არიან. 

პარლამენტარს ასევე აეკრძალა ნიდერლანდებში კოვიდშეზღუდვებზე საუბრისას ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ფოტოების გამოყენება. ბოდემ Twitter-ზე საკონცენტრაციო ბანაკის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: როგორ არის შესაძლებელი, რომ ისტორია მეორდება?"

პოსტების გამო პარლამენტარის წინააღმდეგ ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა და ებრაულმა ორგანიზაციებმა სასამართლო დავა დაიწყეს. სასამართლომ ბოდეს 48 საათში პოსტის წაშლა დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყოველდღიურად 25 000 ევროთი დაჯარიმდებოდა.

ბოდეს თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება "გაუგებარი სიგიჟეა" და ის მას გაასაჩივრებს. 

კომენტარები