COVID-19-ის ვაქცინა

MODERNA-ს ვაქცინამ აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო

აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Moderna-ს წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

კომპანიის ინფორმაციით, Moderna-ს ვაქცინა 70-ზე მეტ ქვეყანაშია ავტორიზებული და მსოფლიოს მასშტაბით მისი 800 მილიონ დოზაა ადმინისტრირებული. მიუხედავად ამისა, Moderna-ს ვაქცინას FDA-სგან სრული ავტორიზაცია ჯერაც არ ჰქონდა მიღებული და ის მხოლოდ გადაუდებელი გამოყენების ნებართვით სარგებლობდა.

მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, ვაქცინაზე სრული ავტორიზაციის მინიჭება, სავარაუდოდ, გაზრდის აცრის მსურველთა რაოდენობას.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-BioNTech-ის აცრა იყო COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომელმაც FDA-სგან სრული ავტორიზაცია ჯერ კიდევ 2021 წლის აგვისტოს მიიღო.  
 

კომენტარები