თურქმენეთი

თურქმენეთის ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტობისთვის ბერდიმუხამედოვის ვაჟი იბრძოლებს

გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვაჟი, სერდარ ბერდიმუხამედოვი მონაწილეობს თურქმენული ცხენის და თურქმენული მეცხვარე ძაღლის დღის აღნიშვნაში, 2021 წელი, 25 აპრილი
REUTERS/Vyacheslav Sarkisyan/File Photo

თურქმენეთის ავტოკრატი პრეზიდენტის, გურბანგულ ბერდიმუხამედოვის ვაჟი, სერდარ ბერდიმუხამედოვი ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

თურქმენეთის სამთავრობო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის დემოკრატიულმა პარტიამ სერდარ ბერდიმუხამედოვი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ბერდიმუხამედოვის ვაჟი იკავებდა მთელ რიგ სამთავრობო პოსტებს და ახლა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეა. 

თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს მას შემდეგ დაინიშნა რაც ქვეყნის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თქვა, რომ მზადაა "ძალაუფლება ახალ თაობას დაუთმოს".

პოსტსაბჭოთა თურქმენეთში ჯერ არ ჩატარებულა კონკურენტულად და სამართლიანად შეფასებული არჩევნები. ბერდიმუხამედოვმა უკანასკნელ არჩევნებში 2017 წელს - მაშინ, როცა მას 8 კანდიდატი დაუპირისპირდა, ხმების 97%-ზე მეტი მოიპოვა.

გურბანგულ ბერდიმუხამედოვი პრეზიდენტი 2006 წელს, საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ გახდა. მანაც, ნიაზოვის მსგავსად, პიროვნების კულტი შექმნა.

თურქმენეთს COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუფიქსირებია. ამასთანავე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენებაც კი აიკრძალა. 

კომენტარები