თურქმენეთი

თურქმენეთის ვადამდელ არჩევნებში ბერდიმუხამედოვის ვაჟმა გაიმარჯვა

გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვაჟი, სერდარ ბერდიმუხამედოვი მონაწილეობს თურქმენული ცხენის და თურქმენული მეცხვარე ძაღლის დღის აღნიშვნაში, 2021 წელი, 25 აპრილი
REUTERS/Vyacheslav Sarkisyan/File Photo

თურქმენეთის ავტოკრატი პრეზიდენტის, გურბანგულ ბერდიმუხამედოვის ვაჟმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა საპრეზიდენტო ვადამდელ არჩევნებში 73%-ით გაიმარჯვა

სერდარ ბერდიმუხამედოვის გამარჯვება მოსალოდნელი იყო, რადგან მამამისმა იგი ჯერ ვიცეპრემიერად დანიშნა, რაც აშკარად მიანიშნებდა, რომ იგი "მემკვიდრედ" განიხილებოდა. 

სერდართან ერთად არჩევნებში 8 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. თურქმენეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი 7 წლის ვადით ირჩევა. 

თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მარტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა თქვა, რომ მზადაა "ძალაუფლება ახალ თაობას დაუთმოს".

პოსტსაბჭოთა თურქმენეთში ჯერ არ ჩატარებულა კონკურენტულად და სამართლიანად შეფასებული არჩევნები. ბერდიმუხამედოვმა უკანასკნელ არჩევნებში 2017 წელს - მაშინ, როცა მას 8 კანდიდატი დაუპირისპირდა, ხმების 97%-ზე მეტი მოიპოვა.

გურბანგულ ბერდიმუხამედოვი პრეზიდენტი 2006 წელს, საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ გახდა. მანაც, ნიაზოვის მსგავსად, პიროვნების კულტი შექმნა.

თურქმენეთს COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუფიქსირებია. ამასთანავე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენებაც კი აიკრძალა. 

კომენტარები