ავიაკომპანია Pegasus Airlines ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი-თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, Pegasus Airlines-ი იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას იფრენს.
ამ ეტაპზე, პეგასუსის ავიახაზები თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით დაფრინავს.