რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დნეპრის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა, განადგურებულია აეროპორტი – უკრაინა

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში, ლუგანსკისა და დნეპრის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიტანეს. ოლქის გუბერნატორის თქმით, რუსეთმა ხელახლა შეუტია დნეპრის აეროპორტსაც, რომელიც განადგურებულია. მისივე ცნობით, დაბომბილ ტერიტორიაზე მაშველები მუშაობენ და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ღამით მაღალი სიზუსტის რაკეტებმა გაანადგურეს ზვონეცკის დნეპრის ბატალიონის ბაზა და შტაბი. [...] განადგურდა აეროპორტი და ახლომდებარე ინფრასტრუქტურა". – თქვა ვალენტინ რეზნიჩენკომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები