რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურამ შოიგუ, მედვედევი და ვოლოდინი დაკითხვაზე დაიბარა

Be Funky

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი დაკითხვაზე დაიბარა.

ასევე, დაკითხვაზე დაბარებული არიან ФСБ-ს დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, სადაზვერვო სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი, შს მინისტრი, ვლადიმირ კოლოკოლცევი, როსგვარდიის ხელმძღვანელი, ვიქტორ ზოლოტოვი.

უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებულ რუს პოლიტიკოსებს შორის არ არის ვლადიმირ პუტინი.

ოქმის მიხედვით, პირები უკრაინის პროკურატურაში 16, 17 და 18 მაისს უნდა გამოცხადნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

კომენტარები