საქართველოს ფოსტა

ნონიაშვილი ფოსტაზე: კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად არასოლიდარულია ხელისუფლება უკრაინის მიმართ

ვინმეს ხო არ ჰგონია, რომ საქართველოს ფოსტა ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს მაშინ, როცა უკრაინის გზავნილები ფასიანი გახადეს და საკმაოდ ძვირი ღირს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნოთ, როგორც ეს ერთი თვის მანძილზე ხდებოდა და ეს კარგად აჩენს საქრთველოს ხელისუფლების სახეს კიდევ ერთხელ, თუ რამდენად არასოლიდარულია და რამდენად არ დგას უკრაინის გვერდზე.

ეს არის სინამდვილეში რეალური პოზიცია მათი და არა ის ერთი თვის მანძილზე, რომ ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობის აქტიურობის ხარჯზე კაპიტალიზებულიყვნენ და ეტრაბახათ, რომ პირველ ადგილზე ვართო ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით საქართველოო, ეს არის სინამდვილეში რეალური პოზიცია საქართველოს ხელისუფლების.

გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი საქართველოს ფოსტაში "აქციის დასრულებასა" და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის საფასურად 115 ლარის დაწესებას.

კომენტარები